ვიდრე სამსახურს დატოვებდა, რა მოითხოვა სამსახურიდან თამარ ბაჩალიაშვილმა?

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილმა, ვიდრე სამსახურს დატოვებდა, კომპანიიდან სარეკომენდაციო წერილი მოითხოვა. ამის შესახებ კომპანია ,,ზეგ” – ის იურისტმა ქეთი მირიანაშვილმა განაცხადა. 

-„ადამიანი, რომელიც მომავალს გეგმავს თავს არ მოიკლავდა.  ყველა თანამშრომელი მზად არის, გამოძიებას სიმართლის დადგენაში დაეხმაროს. 

 სარეკომენდაციო წერილი გვთხოვა, წერილი გამზადდა და გადაეცა.ადამიანი, რომელიც გეგმავს მომავალს, დიდი კითხვის ნიშანია, რატომ მოიკლავდა თავს. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გამოძიება, ასევე მოხდეს თამარის ტელეფონის და პირადი კომპიუტერის გახსნა,“ – განაცხადა კომპანიის იურისტმა.

 ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. 

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ დაიკარგა.

 სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა.

კომენტარები