ვითომ 5%_იან ევროპულ საქართველოს არცერთი მრავალათასიანი აქცია არ ჩაუტარებია სადაც პარტიის ძალა იქნებოდა ნაჩვენები

ქართული ოცნების მიერ გამოქვეყნებული კვლევები სადაც “მწამებელი” ბოკერია უსწრებს პატრიოტთა ალიანსს კარგად ასახავს კობახიძე – მდინარაძის თანამშრომლობას ბოკერიასთან.

ვითომ 5%_იან ევროპულ საქართველოს არცერთი მრავალათასიანი აქცია არ ჩაუტარებია სადაც პარტიის ძალა იქნებოდა ნაჩვენები.

ბოლო დაანონსებული მსვლელობაც პანდემიის მომიზეზებით სამარცხვინოდ გადადეს.

პატრიოტთა ალიანსის მრავალათასიანი აქციები შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილ ლინკზე იხილოთ : http://www.patriots.ge/ka/rallies

რაც შეეხება ნაცმოძრაობის 19% – ს ესეც მორიგი აფსურდია, რადგან მწამებლების რეალური მხარდაჭერა არ აღემატება 5% – ს.
ვერც სააკაშვილის “კასტა” ახერხებს 5 000 – კაცის მობილიზებას, სწორედ ამიტომ ირჩევენ ვიწრო სკვერებს და იკრიბებიან ღამით, მათმა პარტიულმა ტელევიზიამ მედია მანიპულაციის საშუალებით წარმატებით, რომ წარმოაჩინოს 500 კაცი 5 000 კაცად.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები