„ვითხოვე საწოლის გადიდება, სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია“

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი.
ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება ( ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ ) . სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია . უარი მითხრეს – ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო.
წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო.
ხომ ხედავთ გახარიაზე სულ არ ფიქრობს ეს კაცი“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი 25 ივლისს დააკავეს. მას გამოძიება 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავება.

კომენტარები