„ვიმედოვნებ, საქართველოში სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები – საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია კარგი მმართველობისთვის, დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებების“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტში, საქართველის შესახებ დებატები გაიმართა.

-„ვიმედოვნებ, საქართველოში სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდება. საქართველოს საზოგადოებამ აირჩია ევროპა. ჩვენ მათ არჩევანს მხარი უნდა დავუჭიროთ.

უცილებელია, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაძლებლობებისა და პოტენციალის გამოყენება საქართველოსთან ურთიერთობების გასაღრმავებლად.

მნიშვნელოვანია, საქართველოს მიმართ პოზიტიური მიდგომა გვქონდეს, მიდგომა მეტი-მეტისთვის, მხარი დავუჭიროთ საქართველოში რეფორმებს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ახალგაზრდა თაობას, მათი აქტიურად ჩართვა რომ მოხდეს ევროკავშირის პროგრამებში, ახალგაზრდებს ევროპაში სწავლის შესაძლებლობა მიეცეთ. მინდა ასევე ხაზი გავუსვა საქართველოს ხელისუფლების ეფექტიან ბრძოლას კოვიდ-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, ეს არის ნამდვილად სამაგალითო. კიდევ ერთხელ მინდა მხარდაჭერა დავაფიქსირო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის ძალისხმევას სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო.

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთახმების იმპლემენტაციის სწორ გზაზეა.

საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია კარგი მმართველობისთვის, დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებების დასაცავად. პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი იყო შიდა დაპირისპირების გადასალახად და პარლამენტმა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების თანახმად, ახალი საარჩევნო კანონიც მიიღო. არჩევნები ჩატარდება ამ ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, რაც ძალიან დიდ მიღწევას წარმოადგენს“, – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, ევროპარლამენტარმა ანდრეა ბოშკორმა ევროპარლამენტში.

კომენტარები