ვინც ამ ფარსში მონაწილეობას არ ვღებულობთ, გავერთიანდეთ! – გია კორკოტაშვილი:

 – „პოლიტიკოსებმა და მათმათავყვანისმცემლებმათავისი არჩევანი უკვე გააკეთეს,დარჩა საზოგადოების მნიშვნელოვანიღირსეული ნაწილი,რომელიც ამ ,,ფარსშიმონაწილეობას არ ღებულობს. საზოგადოების სწორედ ეს ნაწილი მოტივირებულია, გაერთიანდეს საერთოსახალხო მოძრაობაშიქართული მისიაღირსეული საქართველო“! –
საქართველოში არსებული პოლიტიკური, სოციალურეკონომიკური და თუ გნებავთ, ფსიქოლოგიური არასახარბიელო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეროვნული სულისკვეთების მქონე პიროვნებებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის და ერის წინაშე! დიახ, ერის ზნეობა უპირველესი საკითხია, ვინაიდან უზნეო, ღირსება დაკარგული ერი და ქვეყანა, ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის! ამიტომ მიგვაჩნია, რომ მძლავრი საერთოსახალხო მოძრაობა უნდა შეიქმნას, ფეხზე უნდა დავაყენოთ მთელი საქართველო!!! დღეს, მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიძულვილით აღსავსე არაჯანსაღ გარემოში, რომელიც ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობას და საზოგადოებრივი დესტაბილიზაციის საფრთხის შემცველია, ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ საერთოსახალხო მოძრაობა, “ქართული მისიაღირსეული საქართველო“, რომელიც რევანშისტი ნაცების, მისი დანაყოფების და გაკოტრებული ქოცების ალტერნატიული სახალხო ძალა იქნება! დიახ, ჩვენმა საერთოსახალხო მოძრაობამ ახალი კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის მეშვეობით უნდა შეცვალოს არსებული ანტიხალხური მანკიერი პოლიტიკური სისტემა და დააფუძნოს სამართლიანი, დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი საზოგადოებრივპოლიტიკური გარემო, რაც საქართველოში გარანტირებულად წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურსაზოგადოებრივ პროცესებს!!
ეს არ არის მარტივი საქმე, რადგან საერთოსახალხო მოძრაობაქართული მისიაღირსეული საქართველო“- შექმნის მთავარი მიზანი იქნება პოლიტიკურად გახლეჩილი და დაპირისპირებული ქართული საზოგადოების გაერთიანება, რადგანაც სასწორზე დევს თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი!!! იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ კრიზისული მდგომარეობიდან, ჩვენს მოძრაობას მოუწევს უზარმაზარი ძალისხმევის გაღება, რომელიც დაეფუძნება პიროვნების ღირსებას, სამშობლოსადმი ერთგულებას, ქართული სახელმწიფოს თავდადებულ მსახურებას!!!
ამგვარად, საერთოსახალხო მოძრაობაქართული მისიაღირსეული საქართველოგააერთიანებს საზოგადოების ყველა იმ ღირსეულ წევრს, რომლისთვისაც ეროვნული და პიროვნული ღირსება წარმოადგენს უპირველეს ღირებულებებს!!! დიახაც, სწორედაც ეროვნული და პიროვნული ღირსების მატარებელი ადამიანების ერთობით უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომლის უმთავრესი მისია იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქის ეროვნული და პიროვნული თავისუფლების დაცვა, რაც იქნება მყარი გარანტია საქართველოს და ქართველი ერის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და შეუქცევადი განვითარებისა“ 

 

 

 – წერს „ქართული მისიის“ ლიდერი, გია კორკოტაშვილი

 

 

კომენტარები