„ვინც აღმოჩნდა კურდღელი, დავინახეთ…“-შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას განცხადებებს „გამოეხმაურა:

-„სამწუხაროა, როგორც ჩანს, ეს არის ამ პოლიტიკური ძალის სახე. უკვე მესამედ გამოჩნდა მედიასთან. ვნახეთ, ის საუბრობს არაფერზე. საერთო ჯამში, მისი საუბარი წყალია. ეს არის გარსი შიგთავსის გარეშე. საუბრობს რაღაც გავლენებზე, თუმცა ვერ საუბრობს ვერანაირ გავლენებზე, საუბრობს ნეპოტიზმზე, ოღონდ ვერ საუბრობს ვერანაირ ნეპოტიზმზე, საუბრობს კორუფციაზე, მაგრამ ვერ საუბრობს ვერანაირ კორუფციაზე. ეს არის საუბარი შინაარსის გარეშე”.

შალვა პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა გახარიას კომენტარს, – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს კურდღელი უწოდა.

-„ვინც აღმოჩნდა კურდღელი 18 თებერვალს დავინახეთ, ის გაექცა პასუხისმგებლობას, გაექცა საკუთარ გუნდს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები