„ვინც ეკლესიაზე ცდილობს, – შეტევა მიიტანოს, -რამდენიმე ქართული ტელევიზიის მმართველი რუსეთის ინტერესების საპირწონედ“- მეუფე იაკობი

-„თქვენ ხომ არ ხართ რუსული გავლენის?! „მთავარი“, „ფორმულა“, „ტვ პირველი“, ყველა რუსული ძალა ყველას საქართველოს მტრული ძალის მხარდამჭერია, ვინც ეკლესიაზე ცდილობს, – შეტევა მიიტანოს, – ცუდი გადაცემები გააკეთოს. ვიღაც მიიყვანონ -არშემდგარი ადამიანები, შეიძლება, ყოფილი სასულიერო პირებიც, შეტევაა სულ პატრიარქეზე, რეებს ლაპარაკობენ. ჩვენ თმენის ვალდებულებაც გვაქვს, შეგვიძლია. რა გგონიათ, რა, ვინც გამოდის, წინ დაგვიდგება, თქვენ ხომ იცით, – მე არც მენახებიან და დამემალებიან სადმე რომ მნახონ.

ტელევიზიაში მმართველები ვინც არიან, მათ გადაცემებს უკვეთავენ, მიდის ჩვენზე საუბარი. მე ვფქირობ, – ტელევიზიები დადებით როლს ითამაშებენ, ძალიან პროფესიონალები ხართ, ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ, უკეთესის გაკეთებაც შეგიძლიათ. ჩვენი ერის, აფხაზეთთან და ოსებთან შერიგებაზეც დიდ როლს ითამაშებთ. ვიცი, ვის ვინ აფინანსებს, თუ რუსულ რაღაცებს ჩავყვებით, ძალიან ადვილად მივალ იმათზეც. არ გვინდა, ასეთი რაღაცების კეთება“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა,  მეუფე იაკობმა.

კომენტარები