ვინც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, კოვიდპასპორტს გადასცემენ

დანიაში „კოვიდ-19“-ზე აცრილ მოქალაქეებს კოვიდპასპორტს გადასცემენ.

-„იმ მოქალაქეებს, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამოტვირთვა ინტერნეტით შეეძლება“, – აცხადებენ სამინისტროში. ამ ინფორმაციას „გარდიანი“ დანიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, დანიის მთავრობაში აცხადებდნენ, რომ  კოვიდპასპორტების გაცემა აუცილებელი პირობაა საერთაშორისო მოგზაურობის განახლებისთვის.

მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ  ასეთი პასპორტების გაცემა დისკრიმინაცია იქნება იმათ მიმართ, ვისაც ვაქცინის გაკეთება არ სურს.

კომენტარები