„ვინც კორონავირუსი გადაიტანა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა გაიკეთოს“ – ენტონი ფაუჩი
ვინც კორონავირუსი გადაიტანეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა გაიკეთონ. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
-„იმ ადამიანებმა, ვინც კორონავირუსი გადაიტანეს, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ. , იმ ადამიანებმა, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ვაქცინის ორივე დოზა უნდა გაიკეთონ. ხელახლად დაინფიცირება ინფიცირებიდან 90 დღის განმავლობაში იშვიათია, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, ამ 90-დღიანი პერიოდის დასრულებამდე მოიცადოთ“, – განაცხადა , ენტონი ფაუჩიმ.