„ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, ახალი შტამით ინფიცირების უფრო მაღალი პროცენტი არაა“ – მაია ბუწაშვილი

-„ვირუსებს მუტაციის აქტიური უნარი აქვთ. კორონავირუსი აქამდე, ძალიან მუტაგენური არ იყო, რამე მკვეთრი ცვლილება არ განუცდია, თუმცა, ახალი შტამის გამოვლენის წინაშე აღმოვჩნდით. ჯერჯერობით, კვლევა ძალიან ცოტაა, რაც გვაქვს, იმის მიხედვით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, -დიახ, უფრო მეტად გადამდებია. ამ ვირუსით ინფიცირებულთა მაღალ პროცენტს აქვს ძალიან მაღალი კონცენტრაციით ვირუსი ზემო სასუნთქ გზებში და ვირუსი მეტად გამოიყოფა. ჯერჯერობით, იკვეთება, რომ რაიმე განსაკუთრებული მავნებლობა არ ახასიათებს – არ არის  გაზრდილი დაავადების უფრო მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილობის პროცენტები. კარგია ის, რომ ეს ვირუსი ჩვეულებრივი, PCR-ტესტებისთვის აღმოჩენადია.

ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, ახალი შტამით ინფიცირების უფრო მაღალი პროცენტი არაა.  წინამორბედი კორონავირუსის დროს, იშვიათი იყო რეინფიცირება, ასევეა, ახალი შტამის შემთხვევაშიც. იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდი გადატანილი აქვთ, ახალი შტამით ხელახლა ინფიცირების რისკი არ ეზრდებათ“, – განაცხადა  ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „იმედის დილის“ ეთერში.

 

კომენტარები