“ვინც პირბადეს არ იკეთებს, ის შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს” – თენგიზ ცერცვაძე:

 – „ვინ დამარწმუნებს იმაში, აქციაზე ყველამ რომ გაიკეთოს პირბადე, ამით შესუსტება პროტესტის გამოხატვის ფორმა, ნაკლებად დამაჯერებელი იქნება თავის ამომრჩევლისთვის ან ნაკლებ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. პირბადე არაფერს გააფუჭებს. ვინც არ იკეთებს ნიღაბს, ის შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს, ის არ დაფიქრებულა იმაზე, რომ ის შეიძლება ხვალ ამ ვირუსის მსხვერპლი გახდეს.
ეს მარტო ხადაზმულების დაავადება არ არის, მაგრამ მხოლოდ ხანდაზმულების ვირუსი რომ იყოს, ჩვენ ხომ მათ ვუფრთხილდებით. ჩვენ ხანდაზმულ ადამიანებს, ხანდაზმულობის ინსტიტუტს ტრადიციულად პატივს ვცემთ და ვერავინ იტყვის, რომ ახალგაზრდას უფრო ვუფრთხილდებით, ვიდრე ხანდაზმულს. მაშინ გავუფრთხილდეთ პოლიტიკური პროცესების დროსაც, ელემენტარულად გავიკეთოთ პირბადე“
განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კომენტარები