„ვინც პირველი დოზა გაიკეთა, 8-10% მეორე დოზას აღარ იკეთებს. მოგმართავთ მათ, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთეთ“-გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე:
-„ვირუსის შეჩერების მხოლოდ ორი მოდელია მსოფლიოში. ან ვაქცინაცია (როგორც ისრაელში და ბრიტანეთში), ან ჩაკეტვები (მაგალითად, ჩინეთში). სხვა მოდელი არ არსებობს. საქართველოში კი არის ვითომ ჩაკეტვები და ვითომ ვაქცინაცია. სინამდვილეში არც ერთს არ აკეთებენ.
რაც შეეხება კოვიდპასპორტს, ეს მსოფლიო აფიორაა, ფულის გაკეთების და კორუფციის წყარო. საქართველოში ვაქცინაციის საბუთს ქაღალდზე რომ წერენ, ეს საერთოდ ნონსენსია, თანამედროვე მედიცინაში ყველაფერი უნდა იყოს ელექტრონული.
შეკითხვა მაქვს, რამხელა ვალიდურობა აქვს ვაქცინებს?! მაგალითად, ერთმა გაიკეთა „ასტრაზენეკა“, მეორემ „ფაიზერი“ და მესამემ ჩინური ვაქცინა. ერთი იქნება დაცული 90%-ით, მეორე – 70%, მესამე – დაახლოებით – 25%. სამივესთან სხვადასხვაა რისკი, რომ ვირუსი გაავრცელონ და ერთნაირი პასპორტი უნდა მივცეთ? ან კიდევ, იმ ადამიანებთან როგორ ვიქცევით, კოვიდი ვინც უკვე გადაიტანა? – არ ვაძლევთ პასპორტს? მე, მაგალითად, ამ 4 ადამიანიდან პასპორტს მხოლოს იმას მივცემდი, ვინც გადაიტანა კოვიდი და ვინც ფაიზერით აიცრა.
რაც შეეხება ინდოეთს, ჩემი ვარაუდით, საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია. მალე, ალბათ, ოფიციალურადაც დამეთანხმებიან, ხომ გახსოვთ, იანვარში რომ ვთქვი, ბრიტანული შტამი შემოვიდა-თქო, გამლანძღეს, დღეს კი თვითონვე ამბობენ, ბრიტანული შტამი 90%-ითაა გავრცელებული.
თურქეთმა ქვეყანა ჩაკეტა. მათ ეკონომიკას ძალიან სჭირდებოდა ტურისტები, მაგრამ ჩაკეტეს. დაფიქრდით. თურქეთი, რომელიც ძალიან ბიზნესორიენტირებული ქვეყანაა, თურქეთის მთავრობა, რომელიც ძალიან ორიენტირებულია ტურიზმზე, ჩაკეტვის გადაწყვეტილებას იღებს. არ დაგავიწყდეთ, თურქეთში მასიურად ხდებოდა ვაქცინირება ჩინური ვაქცინით.
რაც შეეხება ინდოეთს, არაერთი კვლევა ჩატარდა, რამაც აჩვენა, რომ რეალურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 30-ჯერ მეტია, ვიდრე ტესტირების შედეგადაა გამოვლენილი.
ინდოეთში ახალი შტამი ვრცელდებოდა ოქტომბრიდან, მაგრამ გარკვეულმა შტატებმა დამალეს სტატისტიკა, რადგან 5 შტატში არჩევნები იყო ჩასატარებელი. ასევე ჩატარდა დიდი რელიგიური დღესასწაული. ესეც პოლიტიკური ნაბიჯი იყო, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და  უსაფრთხოა. ხუთ შტატში ჩატარებული არჩევნებისა და ამ დიდი რელიგიური რიტუალის გამო ქვეყანაში აფეთქდა ეპიდსიტუაცია. ეს არის მწარე მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცნენ ქვეყნები.
ვინაიდან ინდოეთის მთავრობა მალავდა ვირუსის სტატისტიკას პოლიტიკური მიზეზების გამო, ოქტომბრიდან ინდოეთის მოქალაქეები მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ და გადაჰქონდათ ვირუსი. დღეს უკვე 20 ქვეყანაში დაქფისირდა ეს ვირუსი, ჩვენთან ლაბორატორიებმა რომ კვლევები დაიწყონ, ამ ვირუსს იპოვიან. საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად.
ჩემი რჩევა საზოგადოებას – ვირუსს შევხედოთ თვალებში და ვუთხრათ – მე არ მეშინია შენი. მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ შენ არ გავრცელდე და არ გამრავლდე. მე შეგაჩერებ შენ. ჩემს ოჯახში, ჩემს სადარბაზოში, ჩემს უბანში, ჩემს ქვეყანაში ვერ გამრავლდები. მორჩა!
იფიქრეთ ახალ ცხოვრებაზე, ძველი ცხოვრება აღარასდროს დაბრუნდება, იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე. გადაეწყვეთ!
ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი ჯანდაცვა, არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი. „საქართველოს აკრედიტაციის იბნიციატივა“ ამიტომაც წამოვიწყე, პროცესი რთულად, მაგრამ წინ მიდის. ეს გვჭირდება ყველას ერთად!
იფიქრეთ ბევრი, რაც მეტს იფიქრებთ, უკეთეს გამოსავალს ნახავთ!
კიდევ ერთი პრობლემა – წამოვიდა კვლევები მსოფლიოს მასშტაბით, –  ვინც პირველი დოზა გაიკეთა, იმ ადამიანების 8-10% მეორე დოზას აღარ იკეთებს. მოგმართავთ მათ, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთეთ:
– თუ დაიწყეთ ვაქცინაცია, უნდა დაამთავროთ პროტოკოლის მიხედვით, თუ არადა სხვა გამოწვევვების და პრობლემების წინაშე დავდგებით.
 ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელია, – ჩინური ვაქცინა საქართველოში არაეფექტურია, რადგან აქ უკვე 90% ბრიტანული შტამი ცირკულირებს, რომელზეც ჩინური ვაქცინა არ მუშაობს. გადახედეთ, თურქეთში რა ხდება. მთელი თურქეთი დაიკეტა, კოვიდაფეთქებაა, სადაც ჩინური ვაქცინით აიცრნენ. დასკვნა თავად გააკეთეთ!“
კომენტარები