ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ბარში შესული სტუმარი სკამით სცემა

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ბარ Skygirls-ში შესული სტუმარი სკამით სცემა 30 წლის მარიანა ჩახაიძეა. ის ბარის მენეჯერი და მფლობელია.

დაზარალებული აცხადებს, რომ მარიანა ჩახაიძე აქტიურად იყო ჩართული ჩხუბში, სტუმრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

-„ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს“, – განაცხადა მისმა უფლებადამცველმა.

თბილისში, ერთ-ერთ ღამის ბარში სტუმრებსა და ბარის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ინციდენტი ანგარიშის გამო დაიწო. მძიმედ დაშავდა ბარის სტუმარი, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მომხდარზე გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით არის დაწყებული, ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები.

 

 

კომენტარები