ვინ არის, თორნიკე რიჟვაძის მეუღლე?- აჭარის მთავრობის მეთაური საკუთარ ოჯახზე და პირად თემებზე არასდროს საუბრობს, თუმცა ის მეუღლესთან ერთად ხშირად ჩნდება ოფიციალურ მიღებებზე და პრეზენტაციებზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, 32 წლის თორნიკე რიჟვაძე 11 წელია დაქორწინებულია. მისი მეუღლე მაგდა მამულაძეა. აჭარის მთავრობის მეთაური  მეუღლესთან ერთად ხშირად ჩნდება ოფიციალურ მიღებებზე და პრეზენტაციებზე.

მაგდა მამულაძე პროფესიით პედაგოგია, ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის.

თორნიკე რიჟვაძის და მაგდა მამულაძეს ორი შვილი – 5 წლის ელისაბედი და 3 წლის დათუჩა ჰყავთ.

თორნიკე რიჟვაძე 1989 წლის 25 მარტს დაიბადა.

განათლება:
2017 – ფლორენციის რეგულირების სკოლა – ენერგო სექტორის რეგულირება
2015 – დღემდე-ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დოქტორანტურა – Ph.D ,,ენერგეტიკის სამართალი”
2012-2013- სიტის უნივერსიტეტი, ლონდონი (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტი) სამართლის მაგისტრი LLM- საერთაშორისო ბიზნეს სამართალი. დისერტაცია: ,,Project finance: Does it really eliminate agency problems or promote opportunistic behavior? The Case of Eurotunnel”
2012- ლიჰაის უნივესტიტეტი, პენსილვანია, აშშ ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი – The Global Village for Future Leaders of Business and Industry; Exclusive Leadership Program
2011- 2014 ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბიზნესის მაგისტრი საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით
2007-2011 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -სამართლის ბაკალავრი. 2010 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე, პეპპერდინის უნივერსიტეტი, მალიბუ, კალიფორნია
2006-2007- პასო რობლეს საშუალო სკოლის დიპლომი, კალიფორნია, აშშ. (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) სტიპენდიანტი)
სამუშაო გამოცდილება:
2018 წლის ივლისიდან დღემდე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
12.2017 – 07.2018 – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი
24.07.2017 – 15.12.2017 – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
2013-2017 – შპს აჭარისწყალი ჯორჯია (TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო),იურიდიული დირექტორი (2015-2017), იურიდიული მრჩეველი (2013-2015)
2014-2016 – აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკური საბჭო , მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში
2011-2012 – სს “ოუფენ რევოლუშენ ჯორჯია”, აჭარის რეგიონალური მენეჯერი
2010-2011 – გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბიზნეს კონსულტანტი/დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი
2007–2013 – სამეწარმეო და საკონსულტაციო საქმიანობა, დონორების დაფინანსებული პროექტების მენეჯმენტი(EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის (TAM BAS) პროგრამა)
2012-2013 – სტაჟირება ფინანსური ინოვაციების შემსწავლელ ცენტრში (CSFI), ლონდონი
2008-2009 – სტაჟირება სი-ეიჩ-ეფ ინთერნეიშენალ (CHF International, USAID programme)
პუბლიკაციები:
“The Investment Laws of Georgia: Key FDI Driver or Irrelevance?”
International Academic Conference on Law, Politics, & Management, May 28-29, 2015
Vilnius, Lithuania. Conference Papers – Law
ენები:
ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული.

 

კომენტარები