ვინ არის შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც წერეთელზე მიკროსაფინანსოში შეიჭრა

წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. „პრაიმტაიმმა“ გააარკვია,- ის ვინმე ლევან ზურაბაშვილია.

ცოტა ხნის წინ, მიკორსაფინანსო ორგანიზაციიდან გავრცელდა ვიდეო, საიდანაც ირკვევა, რომ სავარაუდოდ, თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.

სოციალურ ქსელში მისი საუბრის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება, ის საუბრობს საკუთარ მოთხოვნებზე, აცხადებს, რომ სურს, საქართველოში აიკრძალოს ყველანაირი აზარტული თამაში, ბანკებმა სესხი, წლიურად, 7%-ში გასცენ და მედიკამენტებზე ფასები შემცირდეს.

წყარო პრაიმტაიმი:

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებულ პირს 9 ადამიანი ჰყავს მძევლად.

კომენტარები