ვინ არის შიშველი ფანი, რომელმაც “ჩემპიონთა ლიგის” ფინალზე მოედანზე გაირბინა და რა შუაშია რუსი პრანკერი?

1 ივნისს “ჩემპიონთა ლიგის” ფინალური მატჩი “ლივერპულსა” და “ტოტენჰემ ჰოტსპურთან” ანგარიშით 2:0 დასრულდა. “ლივერპულიდან” გოლები გაიტანეს გაიტანეს მოჰამედ სალაჰმა და დივოკ ორიგიმ. ბევრს თამაში დაამახსოვრდა არა რთული მომენტებით, არამედ ერთ-ერთი ფანის საქციელით: პირველი ტაიმის შუაში მოედანზე საცურაო კოსტუმში გამოწყობილმა გოგონამ გაირბინა. ის აღმოჩნდა პოლონური ფესვების მქონე ამერიკელი მოდელი კინსი ვოლანსკი.

გაირკვა, რომ ეს ყველაფერი მოაწყო რუსი პრანკერის, ვიტალი ზდოროვეცკის მიერ ყოფილა დაგეგმილი. კენსის საცურაო კოსტუმზე ჰქონდა წარწერა “Vitaly Unconsored” (ვიტალი ცენზურის გარეშე). ეს არის Youtobe შოუს სახელი, სადაც პრანკერი აქვეყნებს ვიდეოებს. საკუთარ ინსტაგრამზე ვიტალიმ გამოაქვეყნა, რომ მას კი ეკრძალებოდა სტადიონზე გასვლა და მოუწია ეყურებინა საკუთარი შეყვარებულის უკანალზე”.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ზდოროვეცკიმ შეაფერხა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გერმანიასა და არგენტინის შორის. მან მიირბინა ბენედიკტ ხევედესთან და სცადა მისთვის ეკოცნა. ამიტომაც, ვიტალის აუკრძალეს სტადიონზე შესვლა.

კომენტარები