ვინ განახორციელა, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლა – ერთი პირი დააკავეს

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე გუშინ საღამოს ესროლეს.

პირი, რომელმაც ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლა განახორციელა, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

კომენტარები