ვინ დგას აჭარაში მთავრობის სახლთან ?

ვარშალომიძე – სააკაშვილის დუეტმა აჭარაში სავსებით სამართლიანად წააგო არჩევნები და ეხლა გეგმის მიხედვეით გადავიდნენ დესტრუქციაზე.

ვინ დგას დღეს აჭარის მთავრობის სახლთან ?
მოდით ჯერ აქციის მაშტაბზე ვისაუბროთ.

მოკლედ საკონსტიტუციო სასამართლოსა და მთავრობის სახლის შუა არის ვიწრო ქუჩა, რომლის შევსებაც 100 150 კაცით სავსებით შესაძლებელია, როგორც ფოტოდან ხედავთ ქუჩა სავსეა, მაგრამ 30 – პარტიის აქტივთან ერთად დგას პოლიცია, ოპერატორები, ჟურნალისტები და რიგითი გამვლელები, რომლებსაც დისკომფორტს უქმნიან.

ეხლა ვინ დგას იქ ?
რეგიონში სამწუხაროდ ისევ ძირგამომპალი პოლიტიკოსები ადგენს დღისწესრიგს, ესენი გახლავთ ვარშალომიძე – ბაგრატიონ – ქიქავები, რომლებმაც “ბაბუს” უღალატეს და შემდეგ სააკაშვილის ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, ესენი გახლავთ რეგიონის პოლიტიკური მეტასტაზები, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააჩინეს თურქული კვარტლები ბათუმში და რომელთა “სადისტური” ბრძანებები ყველას კარგად გვახსოვს.

კარგად გვახსოვს 8 – ნოემბერს სტუდენტების უმოწყალო დარბევა, აჭარის ტელევიზიის მიტაცება თუ უკანონო გამოსახლებები როდესაც რეჟიმი ვარშალომიძის თაოსნობით აჭარის მოსახლეობას ატერორებდა და აკულაკებდა.

დღეს ამ გაცვეთილ პოლიტიკურ სახეებს, მევახშეები შეურთდნენ, მაგრამ ამ გაერთიანებამამ რა თქმა უნდა ვერ შეაცვლევინა აზრი საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს, რომელსაც ზუსტად აქვს გათავისებული თუ როგორი ზიანის მომტანი არის რეგიონისთვის ძირ გამომპალი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ისევ ვარშალომიძის ირგვლივ გაერთიანდა.

ფოტოდანაც ნათლად სჩანს, რომ 150 200 კაციანი მხარდაჭერა აქვთ, მხოლოდ.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები