ვინ ცხონდება? – მეუფე ქრისტეფორე (წამალაიძე):

 – „მოგესალმებით ძვირფასო კოლხიბერნო! დადგა დრო რათა კოლხიბერიელთა თვითოეულმა შვილმა აღვავლინოთ გულწრფელი ლოცვა და შევევედროთ უზენაეს. ღმერთს, რათა უზენაესმა ღმერთმა და წმიდა ზეციერთა მკვიდრთ კეთილად გადმოხედონ ჩვენს ერსა და ჩვენს სამკვიდრო სამშობლო საქართველოს!
მოგიწოდებთ ყველას, მივატოვოთ უსიყვარულობისა და ყალბი სიყვარულის გზა. ურთულესი ჟამი დაუდგა კავკასიელთ, მხოლოდ ის კავკასიელნი გადარჩებიან და ცხონდებიან,ვინც შეძლებს გახდეს ალალი, წრფელი, ღვთის მოშიში, ბოროტებას განრიდებული, მშვიდობის მოყვარე, სიმართლის დამცველი, მოსიყვარულე და მოწყალე!

გულწრფელად შეიყვარეთ კოლხიბერნო ერთმანეთი! იცოდეთ ეს ერთადერთი გზაა ჩვენი ერისა, ჩვენი სამშობლო საქართველოს და ჩვენი დიასპორის, ემიგრანტებს გადარჩენისა!

შორს ჩვენგან სიყალბე და ურთიერთ მტრობა! ჩვენი შვილების და მომავალი თაობების ბედი, მათი გადარჩენა თქვენს პატიოსნებაზე და ურთიერთ გულწრფელ სიყვარულზეა დაფუძნებული!
გლოცავთ ყველას! მიყვარხართ ყველანი! გაიხარეთ! – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მეუფე ქრისტეფორე (წამალაიძე)

 

კომენტარები