ვირთხებთან ბრძოლის ახალი მეთოდი

ნიუ-იორკის მთავრობამ ვირთხებთან ბრძოლის ახალი მეთოდი წარადგინა. ამ ინფორმაციას   BBC ავრცელებს.
სპეციალისტებმა ახალი სახის ხაფანგი შექმნეს. მღრღნელს მასზე განთავსებული საკვები იზიდავს. შემდეგ  ვირთხა ალკოჰოლის შემცველი სითხით სავსე აუზში ვარდება, გონებას კარგავს და იხრჩობა.

თითო ასეთ მოწყობილობას 80-მდე ვირთხის ნეშტის დატევა შეუძლია.

ქალაქის მერიამ ვირთხებთან  ბრძოლის ბევრი მეთოდი გამოსცადა. ხანგრძლივი შედეგი ვერცერთმა მოიტანა.

კომენტარები