„ვირო მადლიო – აი, ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროებდი“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს:

„ვნახე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაცია ანაკლიაში, ლაზიკაში. ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქვა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი. თურმე არ ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა უნდა გაარღვიონ ეს წრე. ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის შანტრაპა, რომელმაც მოიყვანა ივანიშვილი 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი. პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი.

ვირო მადლიო – აი, ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროებდი.

ჩვენი ხელისუფლების დროს,  2003 წელს TBC ბანკის აქტივები იყო 126 მლნ. ლარი, 2012 წელს 3,9 მილიარდი ანუ გაიზარდა 24-ჯერ.

ამავე წლებში ბანკის სააქციო კაპიტალი იყო შესაბამისად 22 მილიონი ლარი და 604 მილიონი ლარი, ანუ გაიზარდა 27-ჯერ“.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ბიზნესს ატერორებდნენ ფულის ამოღების მიზნით, დღეს კი, არსებობს ბიზნესის კონტროლის თემა.

„2003 წელს „ნაციონალებს” ხმა მივეცი, რადგან მინდოდა ქვეყანაში რაღაც ცვლილება ყოფილიყო და 2003 წელს სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ. სამი წლის განმავლობაში პროკურატურაში დამატარებდნენ. თუ ის არის პრივილეგია, რომ მათი მმართველობის ბოლოს ქონებას მართმევდნენ და პროკურატურაში შუშის სპეციალური ოთახები რომ არის, იქ მკითხავდნენ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

 

კომენტარები