ვირტუოზი გიტარისტი ოთარ რამიშვილი დღეს 85 წლის შესრულდებოდა

24 ოქტომბერი ოთარ რამიშვილის დაბადების დღეა. 85 წლის შესრულდებოდა, 8 წლის წინ ცათა სასუფეველში რომ არ გადაენაცვლა… ოთარ რამიშვილი – ნაღდი თბილისელი, ბარდი, უკლებლივ ყველასთვის საყვარელი ადამიანი, რომელიც ვირტუოზულად ასრულებდა გიტარაზე მის მიერვე დაწერილ უნიკალურ სიმღერებს… იმ სიმღერებს დღემდე ღიღინებენ ქართველები და ვიდრე ღიღინებენ – ოთარი ცოცხალია! დღეს, 24 ოქტომბერია – ოთარ რამიშვილის დაბადების დღე!ნათელში იყავი, ნათელო ადამიანო!

კომენტარები