„ვირუსით მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა შეიძლება დაინფიცირდეს. სეროლოგიური კვლევები ძალიან მკაფიო სურათს გვიჩვენებენ“ – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე ყოველწლიური სესია ჩატარდა.

-„მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს კორონავირუსზე ანტისხეულები. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს.

სეროლოგიური კვლევები ძალიან მკაფიო სურათს გვიჩვენებენ. ვირუსით სერიოზულად დაზარალებულ ქვეყნებშიც კი ანტისხეულების მქონე მოსახლეობის პროპორცია 20%-ზე ნაკლებია, უმეტეს ქვეყნებში  ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ამ ვირუსისადმი მგრძნობიარეა. რისკები ძალიან მაღალია. წინ კი დიდი გზა გვაქვს გასავლელი“, – განაცხადა სესიის გახსნაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამოსვლისას ჯანმოს დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

კომენტარები