“ვირუსის გავრცელება არაფერ შუაშია.საზოგადოებრივ ტრანსპორტს იმიტომ არ ხსნიან, რომ იციან, მგზავრთა ნაკადი რადიკალურად იქნება შემცირებული.”-ნინო ჯანგირაშვილი :

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპოსტს მთავრობა მხოლოდ იმიტომ არ ხსნის, რომ ხალხის შემცირებული ნაკადის ეშინია-

“ყოველდღე გავიმეორებ, არ დავიღლები: ვირუსის გავრცელება არაფერ შუაშია.საზოგადოებრივ ტრანსპორტს იმიტომ არ ხსნიან, რომ იციან, მგზავრთა ნაკადი რადიკალურად იქნება შემცირებული. ბევრი მოერიდება სარგებლობას: ზოგს უბრალოდ წასასვლელი აღარსად აქვს – უმუშევარი დარჩა, ბევრი კიდევ დიდხანს შეეცდება თუ ძალიან არ ჭირდება სახლიდან არ გავიდეს. ბევრი ვირუსის შიშით შეეცდება გადაადგილებისთვის სხვა გზა მონახოს – ფეხით მეტი იაროს, ან მანქანა გამოიყენოს, ან თუნდაც ველოსიპედი და სკუტერი. ეს ტენდენცია ყველგან არის. შემცირებული ნაკადების ფონზე შემოსავალიც შეუმცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ბიუჯეტს მოუწევს უფრო მეტად სუფსიდირება. ენანებათ ბიუჯეტის ფული, ამის გამო არ ხსნიან და არა იმის გამო, რომ ტრანსპორტში ვირუსი უფრო გავრცელდება და ადამიანებს უფრთხილდებიან.”-წერს ნინო ჯანგირაშვილი

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები