„ვირუსი უჯრედში უფრო მარტივად აღწევს, ნაადრევია საუბარი, არის თუ არა ვირუსი უფრო სწრაფად“ – მაია ბუწაშვილი კოვიდ-19-ის მუტაციაზე

-„მიკრობიოლოგიური კვლევით გამოვლინდა,  ვირუსი უჯრედში უფრო მარტივად აღწევს. თუმცა, ნაადრევია საუბარი, არის თუ არა უფრო სწრაფად გავრცელებადი და ამძიმებს თუ არა მეტად კოვიდ-19-ის უჯრედი, რომელმაც მუტაცია განიცადა, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამის დასადგენად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

საზღვრების გახსნა, მიუხედავად რისკებისა, ეს ნაბიჯი გადასადგმელია.  პარალელურად არ უნდა დავივიწყოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულება“,  – განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მთავარის“ პრესკლუნში.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 939 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 817 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები