„ვისაც აქვს მაღალი რისკი, შეძლებენ ვაქცინაციაზე რეგისტრაციას – რონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია“-ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

-„ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდება. ამისთვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართული არიან ვაქცინაციის პროცესში, შევადგენთ სიებს იმ ბაზებიდან, რომელიც ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოშია. სიები  დაავადებათა კონტროლის პორტალზე განთავსდება, პროგრამა ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას შეძლებს, ვისაც აქვს მაღალი რისკი და ისინი შეძლებენ ვაქცინაციაზე რეგისტრაციას“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.
კომენტარები