“ვისაც გსურთ წარმოიდგინოთ ცხოვრება პოლიციური სისასტიკის გარეშე, მოგიწევთ წარმოიდგინოთ ცხოვრება კაპიტალიზმის გარეშე”-ბექა წიქარიშვილი:

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს –

“პოლიციური ძალის ერთ-ერთი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ მას სისასტიკის და ხშირად მკვლელობის ნებაც აქვს, მისთვის დაკანონებული ძალადობა და სისასტიკე გარდაუვალობით იწვევს დასახიჩრებასა და სიკვდილს.
ჯანდაბამდე გზაც ჰქონია სახელმწიფოს პოლიციურ ძალადობას 20 ივნისსაც და ყოველდღე, თბილისშიც და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში!
p.s ვისაც გსურთ წარმოიდგინოთ ცხოვრება პოლიციური სისასტიკის გარეშე, მოგიწევთ წარმოიდგინოთ ცხოვრება კაპიტალიზმის გარეშე.”-წერს ბექა წიქარიშვილი

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები