„ვისაც ტოვებს, ის ხალხი ივანიშვილის გარეშე არ არსებობს”- თამარ ჩერგოლეიშვილი

-„ივანიშვილი ქვეყანას არასოდეს მართავდა. ამ ქვეყანას არავინ მართავს უკვე 8 წელია და ქაოსიც მაგის ბრალია.

ივანიშვილს ქვეყანაზე ჰქონდა და აქვს უპრეცედენტო კონტროლი და ექნება მანამ, სანამ მისი მარიონეტების გუნდი “მართავს” ქვეყანას.

არ არსებობს ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილის გარეშე – ფიზიკურად წარმოუდგენელია მათი არსებობა ივანიშვილის გარეშე, ზუსტად ისე, როგორც undead-ების არმია ვერ იცხოვრებს night king-ის გარეშე.
გახარიას ძალაუფლება არ არსებობს – არ არსებობს ეგეთი რამე ბუნებაში.

ივანიშვილს რა მოტივაცია აქვს უმნიშვნელოა – მე არ გამოვრიცხავ, რომ 65 წლის გახდა ეს საბჭოთა კაცი და თვლის რომ სავალდებულო პენსია ეკუთვნის.

ფაქტი ისაა, რომ ვისაც ტოვებს, ის ხალხი ივანიშვილის გარეშე არ არსებობს,”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.

ქართული ოცნების ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები