ვის დაურეკა, გიორგი შაქარაშვილმა სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე?

-„ოჯახთან მოხდა გამთენიისას დაკავშირება, სადღაც 7 საათის ფარგლებში. ბოლოს, ღამის 1 საათზე გიორგის დედამისი ესაუბრა,  ეს შუალედი 1-დან, თუ არ ვცდები, დილის 6:30-მდე არის, ასე ვთქვათ, ბუფერული ზონასავით. მაგ დროს, არაფერი შეტყობინება არ ხდება.

მესმის, საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ რამდენი კითხვა გვქონდა საქმის დასაწყისიდან, ვიდრე დღევანდელ დღემდე მოვიდოდით.

ჩვენც გვაქვს ბევრი კითხვა. ამ კითხვებს სჭირდება გადამოწმება. ამისთვის არსებობს ძიება და ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ”რუსთავი 2-თან” საუბრისას.

კომენტარები