“ვის მიწაზე ხართ თქვე ტურებო, თუ მაინც იცით?!” – ვიდეო:

ფეისბუქზე ვრცელდება გურამ ქართველიშვილის ლექსი, რომელსაც ავტორი თავად კითხულობს. ლექსს ერთვის შთამბეჭდავი ვიდეოკადრები, რომელიც სამების ლავრის მონაზონმა, ანდრია გეწაძემ დაამონტაჟა:
“ვის მიწაზე ხართ თქვე ტურებო თუ მაინც იცით?!
აქ მეფეები ომში ლაღად კვდებოდნენ ფიცით.
ამ ერის გამო ქეთევანი ეწამა შირას და კონსტანტინეს თავი მოსჭრეს არეზის პირას.
აქ დავითობდნენ, თამარობდნენ, მგლის ჯიში ედგათ, თემურ ლენგებს და შაჰ აბასებს ხვდებოდნენ მედგრად!
მოგვნათლა ნინომ, წმინდანების გვმფარველობს ჯარი, ცოტა ვართ მაგრამ ერთზე მოვა ათასი მკვდარი!
თუ ისევ ასე გააგრძელებთ მოთხრას ქართლისას თუ ვალებს წვრილად არ ჩაგვითვლით ძველს და ამ წლისას
არ მოეშვებით ჩვენ შვილთაგან ტვინების წოვას, ამ ქვეყნის ღარიბ ძარღვებიდან სიმდიდრის პოვას.
ქრისტეს მოძულეთ თქვენზე მაგრებს მოსტყდათ კისრები, არ დაგვიკლია ბასრი ხმალი ცხელი ისრები!
ელოდეთ მხდალნო, მტრების ზურგით მკვლელნო ჯალათნო ანტი ქართველნო მტრის მონებო საქმით ღალატნო ქართველის პასუხს!
თითქმის ჩუმის, თითქოს სულელის, უწიგნურებო როგორ გჯერათ მაგ სისულელის ასე სჯეროდათ ერწუხამდეც, ბახტრიონამდეც თქვენსავით ღორებს, ყველა ცოდვის ჩამოწონვამდე . . .”

გურამ ქართველიშვილი

კომენტარები