ვიტამინებისა და ენერგიის ნამდვილი საბადო
გთავაზობთ ჯანსაღი, გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი დესერტის რეცეპტს.
უგემრიელესი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
წვრილად დაჭრილი ლიმონი – 1 ცალი;
წვრილად დაჭრილი ლაიმი – 1 ცალი;
გახეხილი კოჭა (ჯანჯაფილი, ჯინჯერი) – 10 გრ.;
ნიგოზი – 10 ცალი;
დაფქული მიხაკი – 3 ცალი;
დაფქული ჯავზი (მუსკატის კაკალი) – 1 მწიკვი;
დაქუცმაცებული ანანასის ჩირი (ან ნებისმიერი სხვა) – ერთი რგოლი;
თაფლი – 2 სუფრის კოვზი.
აურიეთ ერთმანეთში: ლიმონი, ლაიმი, კოჭა, ნიგოზი, მიხაკი, ჯავზი, ანანასის ჩირი და მოასხით თაფლი. ამოურიეთ და შეუდექით თქვენი იმუნიტეტის და ზოგადად ჯანმრთელობის გაძლიერებას.
გემრიელად მიირთვით!