ვიქტორ სანიკიძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სპორტის დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება

2023 წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილის თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში, ხოლო 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს „ევრობასკეტს“ საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სპორტი 4 ძირითადი მიმართულებით განვითარდება: სკოლამდელი ფიზიკური აღზრდა, სასკოლო სპორტი და ფიზიკური აღზრდა, საუნივერსიტეტო სპორტი და სპორტი ყველასთვის.

„სპორტის როლი და მისი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საყოველთაოდაა ცნობილი და ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენს მიერ აღებული კურსი მომავალში კდიევ უფრო გაძლიერდება და გამყარდება, რაც უფრო მეტ შედეგსა და წარმატებას მოგვიტანს სპორტის სფეროში. ჩვენ აქამდე ქვეყნის ღირსებას ეროვნული ნაკრების მაისურით ვიცავდით, ამიერიდან კი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი კანონშემოქმედებითი საქმიანობა სპორტის სფეროში. უკვე მზადაა სპორტის კანონის პროექტი, რომელსაც მივიღებთ, რაც იქნება სპორტის განვითარების გარანტი და მასში ჩართულობისა და მასობრიობის ზრდის.

სპორტი 4 ძირითადი მიმართულებით განვითარდება: სკოლამდელი ფიზიკური აღზრდა, სასკოლო სპორტი და ფიზიკური აღზრდა, საუნივერსიტეტო სპორტი და სპორტი ყველასთვის.

ბოლო წლების განმავლობაში მნიშნველოვნად გაიზარდა პარასპორტის მხარდაჭერა და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს პირველად ისტორიაში გვყავს პარაოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.

საქართველოში პირველი ეროვნული პარაცენტრი აშენდება. სამომავლოდ იგეგმება საერთაშორისო სტანდარტების სპორტული მოედნების, სტადიონების, სპორტის სასახლეების, საჩოგბურთო კორტების, ყინულის დარბაზების, სპორტული ბაზების, აკადემიებისა და ცენტრების, სპორტის უნივერსიტეტისა და კოლეჯის, მასობრივი სპორტული ობიექტების მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით.

ზამთრის სპორტის მხარდაჭერის მიზნით, გაგრძელდება სათხილამურო ბაზებისა და საბაგირო გზების მოწყობა, მშენებლობა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლების ხელშეწყობა, იმის წინაპირობაა, რომ გაიზრდება პროფესიულ და მასობრივ სპორტში ახალგაზრდებისა და ბავშვების რაოდენობა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სპორტის დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება.

მომავალშიც გაგრძელდება სპორტსმენთა სასტიპენდიო პროგრამები. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ვეტერან სპორტსმენთა მხარდაჭერის მიზნით, სტიპენდიები დაენიშნებათ, ოლიმპიური და პარაოლიმპიური ჩემპიონების მსგავსად, ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ პრიზიორებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს.

საქართველო ლიდერია რეგიონში სპორტული ტურიზმის მიმართულებით და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება სპორტული ტურიზმის მხარდაჭერა და საქართველო ბევრი მაღალი რანგის საერთაშორისო ჩემპიონატებსა და ტურნირებს. 2023 წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილის თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში. 2022 წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს „ევრობასკეტს“ საქართველოში“, – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

კომენტარები