ვიცე-პოლკოვნიკ დავით მარტიაშვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. მან შანტაჟისტი გაშიფრა!

ემიგრაციაში მყოფ ვიცე-პოლკოვნიკს, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე დავით მარტიაშვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. როგორც მარტიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მან მუქარის ავტორი უკვე გაშიფრა და ორშაბათამდე მისცა დრო:

დავით მარტიაშვილი:

 – “ორი დღის წინ ჩემს ყოფილ თანამებრძოლს რომელთანაც არც კი ვმეგობრობ, დაავალეს ჩემთვის გადმოეცა , თუ ჯანმრთელობა და სიცოცხლე მინდა საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრს შეეშვასო!

ამ ნაძირლობას(მკვლელობის მუქარას) პოსტით ვუპასუხე იმ იმედით, რომ ეგება როდისმე ეპასუხა, რითაც სავარაუდოთ წერილის ავტორს გამოვთვლიდი რადგან, ზუსტად ისე გააკეთეს როგორც სალომე ზურაბიშვილის შემხვევაში, სტილი და გამოგზავნის (უკრაინა) მისამართი დაცული იყო. ამის გამკეთებელი რეგვენი რომ არის, ამაზე ორი აზრიც არ არის, მაგრამ არ მეგონა თუ ამდენად ღრმა რეგვენი იყო, რადგან არ გასულა ერთი საათიც კი რომ მეორედ გამიმიგზავნა გზავნილი, რითაც ავტორი ამის შემდეგ 100% ამოვიცანი.
………….
ამიტომ პირადად დაგელაპარაკები შენ და არ დავიწყებ ფოსტალიონებით გადმოცემას.ისე რომ არ შემეცანი შეიძლება არც დამეჯერებინა რადგან ის ვისაც წერ და იქვე ბლოკავ, არავინ არის ჩემთვის და შესაბამისად არც კი ვენდობი და, თუ ეწყინება,  კიდევ ცივი წყალი მიირთვას.
კაცი ფორმას იცმევდე, პრეტენზია გქონდეს დიდ სარდლობაზე ისე რომ ლამის გვირგვინი დაიდგა თავზე და ელემენტარული ტვინი არ გაგაჩნდეს? (თუმცა ცბიერებაში ბადალი არ გყავს)
ვინ ხარ შენ და რად წარმოიდგინე შენი თავი რომ, შენ მე მითვლი რა უნდა გავაკეთო და რა არა?!
ნუთუ რახან ბევრი გარეწრობა შეგრჩა, ჯერ ჯერობით(სადაც გაუშვი ქართველი ბიჭები იმ დაეესებულებას ორი კარები აქვს და ერთ დღეს გამოსასვლელიც გაიღება მათვის)შენი თავი წარმოიდგინე სიცოცხლის პატრონად ისე რომ, წყვეტავ მწარეთ მოკლავ კაცს თუ ტკბილად?
დატეულიყავი შენ ადგილას და ნუ შემეხებოდი. რა გაკეთე ეხლა ამით ბელადს ასიამოვნე წარსული ცოდვების მონანიების გამო თუ რა გინდოდა საერთოდ?
თან თურმე გახსოვს რუსეთს თავშესაფარი როგორ ვთხოვე არა 2013 წელს? დარწმუნებული ვარ მიკირტუმამ           2014 -ში ეგ რომ მოგიყვა, წყარო არ დაგისახელა და საიდუმლო ინფორმაციად შემოგასაღა, როცა უცხო თესლის შვილები საქვეყნოდ, საქართველოს მომავალზე მსჯელობდით, იმიტომ რომ არ დაგავიწყდეს იმ გაზეთის ამონარიდს გიგზავნი სადაც ეს მე თვითონ დავწერე, ესე უფრო შეგენახება.
მეორედ შემეხე ისე, რომ მე შენ არ შეგხებივარ, მიუხედავად იმისა, რომ შესახები იყავი, მაგრამ ყველა, იმ გუნდის წევრებიც კი, სადაც შენ თავს მოიაზრებ – ზურგს უკან გაგინებდნენ, მაგრამ პირში გიცინოდნენ და ამიტომაც არ გეხებოდი, მაგრამ ეხლა ყველა ზღვარი გადალახე ყველაფერს გადაბიჯე და თურმე განაჩენიც გამომიტანე არა? ამიტომ პასუხსაც საკადრის მიიღებ, არა ისე – ტურასვით როგორც შენ იქცევი.
ახლა კი, ცოტა შორიდან დავიწყებ მეგობრებო.
დღეს ჩემი ამის წინა პოსტი ალბათ წაიკითხეთ, ამიტომ ამ პოსტიდან ადვილად ამოცნობთ რაღაცას,„ რომელმაც 2013 ში ნათელი გახადა რომ არანაირი სამართალი არ აღდგებოდა, რის შესახებაც საგაზეთო ინტერვიუში გავაკეთე განცხადება რომ, ბიძინა ივანიშვილმა გადაგვაგდო,
თან ეს ის პერიოდია, როდესაც ყველგან მისი ძეგლების დადგმას ითხოვდნენ და, ხომ წარმოგიდგენიათ რაც მოხდებოდა? საკუთარ გოლგოთაზე ამიყვანეს და რამოდენიმე დღეში მკრეხელობას არ ვიტყვი – ჯვარცმასთან დაკავშირებით, უბრალოდ მკლავდნენ მაგრამ უფლის ნება სხვა იყო.
2013 წელის ავისტო იყო და 2012 წლის ზაფხულში დევნილობიდან დაბრუნებულს ისევ დევნილობაში წასვლა მომიწია, რადგან ყველგან ის ხალხი დამხვდა დაწინაურებულები, რომლებმაც 2012 ში ტერორი მოუწყეს ჩემ ოჯახს, რომელც უკვე აღარ მყავს.
ვერანაირი მეხსიერების ბარათი ვერ დაიტევს იმას რომ დავწერო, 2006 წლიდან( ქონების წართმევამდე 2 წლით ადრე) 2021 წლამდე რაც გამოვიარე.
გამორიცხულია ადამიანმა მისტიკური ძალის გარეშე(მფარველი ანგელოზის გარეშე) ამას ყველაფერს გაუძლოს.
ახლა ცხონებული კობა დავითაშვილივით დავადმყოფებულ კაცს რომელმაც არ ვიცი რამდენი წუთი, დღე ან წელი ვიცოცხლე მწარე სიკვდილით მოკვლით მემუქრები?
ამიტომ ხარ რეგვენი, თუმცა უნდა ვაღიარო რიმ გაიძვერობაში ბადალი არ გყავს, თქვენს გვერდით სიცოცხლეა აუტანელი და საშიში თორემ სიკვდილი სულის ზეიმია შენ მე სიკვდილით როგორ უნდა შემაშინო?
მე შემოგთავაზებ აგერ საჯაროდ ძალიან მოკლე გზას, არც ფულის დახარჯვა მოგიწევს (რომელიც ასე უზომოდ გიყვარს) და არც ფოსტალიონები გჭირდება.
ორშაბათამდე – ანუ ორი დღე დაველოდები შენს პასუხს. მანამდე სიტყვას გაძლევ, არაფერს მოვიმოქმედებ. შენ ალბათ იმის თქმა გსურს, რომ მე რუსეთის აგენტი ვარ ისევე, როგორც ნახევარი საქართველო, თქვენთვის იმის მიუხედავად რომ ბელადები გყავთ – იმ რუსეთის აგენტები.

სადაც გინდა დავისწროთ ორივემ მამაკაცები – ვისაც შენ დასახელებ და ვისაც მე დავასახელებ, რაოდენობაც შენვე აირჩიე. დავჯდეთ. დავიდოთ იარაღი ერთი ტყვიით და დასვი რა კითხვები გაქვს და შენ თუ რასაც ბოდავ იმის მეასედს დაადასტურებ, ავიღებ იარაღს და შუბლს გავიხვრეტავ – საქართველოს გადაგონად გეუბნები ამ სიტყვებს. თუ ვერა  – შემდეგ მე დავსვავ რამოდენიმე კითხვას და თუ 100% დაგიდასტურებ – აიღებ იარაღს და იგივეს იზავ შენ!

აი ეს არის ჩემი წინადადება. მთელი ერის წინაშე გეუბნები და ორშაბათამდე ველი შენს პაუხს. არ გჭირდება ყვავი ჩხიკვის მამიდა როგორც ადრე მომწერე, ეხლაც ისე მომწერ და შევთანხმდებით ამ საკითხზე სად და როდის!
ამაზე უკეთეს ბერავინ გეტყვის შენ.
ორშაბათამდე თუ არ გამეცი პასუხი, შემდეგ გავაკეთებ ყველაფერს კანონიერად, რაც კეთდება ასეთ შემთხვევაში!
რისთვის ემზადებით ამ გაზაფხულზე საქართველოში, რომ ასე დაგაფრთხოთ ჩემმა ჩასვლამ საქართველოში რომ , ასეთი ბინძური მეთოდით იფიქრე – გულს გამიხეთქავდი, ან სულგრძელობა გამოიჩინე და კიდევ ერთი გაფრთხილება მომეცი?
მე შენ ჩემი პასუხი გითხარი და შენთან დავამთავრე!
2013 -ში თურქეთით წავედი ხელმეორედ დევნილობაში.თურქეთით იმიტომ რომ პირადობის მოწმობისა და ავტობუსის ბილეთის გარდა არაფერი გამაჩნდა.
ისე წავედი არავინ იცოდა ჩემი წასვლა და რამოდენიმე დღეში ქვეყანა შეიყარა. ვიღაცა დააპატიმრეს ტერორიზმის ცრუ შეტყობინებაზე.
ეს მუხლი მსუბუქ დანაშაულთა კატეგორიაში შედის და ამხელა რეზონანსი გასაკვირიც კი იყო.
დილიდან ლ.მ -ს მეტს არაფერს იძახდნენ ხოლო შუადღისას გაჩნდა ეს კადრი – პოლციაში რომ შეჰყავთ ვიღაცა და მიუხედავად იმისა რომ სახე დაფარული ჰქონდა ვიცანი ჩემი ძმა.
იქვე გიორგობიანის კომენტარიც იყო, რომ დაკავებულმა ვაჟკაცურად აღიარა რუსთავი ორში დარეკვა და ბომბის შესახებ განცხადების გაკეთება.
აი ახლა გაიხსენეთ დღევანდელი ჩემი დილის პოსტი და 2004 წელს ზუსტად მაგ მუხლის მოყენება რათა ედუარდ შევარდნაძეზე სარჩელი არ შესულიყო.
ამ ამბიდან გავიდა ათი წელი და ზუსტად იგივე მუხლით სცადეს პროვოკაციის მოწყობა და როგორ:
იმ პერიოდში ჩემ ძმას 39 წლის ყოფილ სამხედრო პილიციის კაპიტანს უცებ აერია ჭკუა გონება და საღადად რუსთავი ორში დარეკა? არა რათქმა უდა! ეს იყო გამომძიებლისა თუ ოპერის დაუდევრობა – არ გადაამოწმეს მე ქვეყანაში ვიყავი თუ არა, სცენარი კი იგივე იყო, რაც 10 წლის წინ ადგილ მონაცვლეობით, ანუ 10 წლის წინ თუ ციხის ქათამს ვეთხოვე ტელეფონი , 10 წლის მერე ჩემ ძმას და მისი ტელეფონიდან განვახორციელე ეს ზარი.მაგრამ მოუვიდათ მაგარი იაღლიში რაზეც მერე ყველამ აგო პასუხი ჩემი ძმის ჩათვლით.
ამ უსინდისობით გაბრაზებული, სტამბულიდან ჩავერთე პირდაპირ ეთერში და გავხადე საჯარო ეს ყველაფერი. შედეგად კი ცოტა ხნის შემდეგ ჩემ ძმას აღმკვეთი შეუცვალეს გამოუშვეს და რაღაც სასწაულად პირდაპირ თურქეთში ხოლო რამდენიმე თვის მერე როდესაც დაბრუნდა ისე, რომ მე ვერ მნახა (და ვერც მნახავდა კარგად იცოდა) შეაბრუნეს უკან და მოახდევინეს ის სასჯელი. არ ვიცი, რით ჰყავდათ დაჭერილი ან რა შეპირდნენ ისეთი რომ ამაზე მოაწერა ხელი – ახლა უკვე აღარ მაინტერესებს,
ის დათო მარტიაშვილი რომელსაც ძმა ჰყავდა ჯერ კიდევ 2009 ში გარდაიცვალა და რაღაცა პერიოდის შემდეგ მიხაილოვის სავადმყოფოში უკვე სხვა დათო მარტიაშვილი დაიბადა.
საერთოდ ჩემი ცხოვრება ორად იყოფა2009 დე და 2009 ის მერე.
ხო, რაც შეეხება თავშესაფარს. მაშინამ ამ ბატალიებში შესულმა შსს-სთან გავაკეთე განხადება რომელიც არ შეეფერებოდა სიმართლეს( თორემ საერთოდ. ძალიან კარგადაც წავიდოდი, იქ მდიდარი ნათესავები მყავს და ბოლოს 24 წლის წინ ვიყავი რუსეთში. ასეთი ტაქტიკა ავირჩიე სინამდვილეში კი ჩავედი ანტალიაში დ ვმუშაობდი რომ საზღვარგარეთის პასპორტის ფული და უკრაინაში გასაფრენი ფული მომეგროვებინა, იმას მუშაობაც არ ჰქვია – 2 თვე მუხლებზე ხოხვით მიწევდა დღეში 12.50$ გამო 50 მერრიან პლანში პიმიდვრის კრეფა და შემდეგ 30 კილოიანი ყუთის მუხლებზე ხოხვით გამოტანა რადგან ფეხზე ადგომის უფლებას არ გვაძლევდნენ, პომიდორი რომ არ ჩამოცვენილიყო. თურქეთის ემიგრაციის სიმწარე საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი და კარგად ვიცი რაც არის, ღამე სახლიდან გავდიოდი, ვინმეს რომ არ დავენახე და ტკვილისაგან ლამის ვბღაოდი, მაგრამ გავუძელი ზოგიერთებივით უწესო გზით არ მიშოვნია ეს ფული, კანადიდან დახმარებით ჩამოსული “ტეპლოვიზორები” არ გამიყიდია ომის დროს, ესე მოვაგროვე, ჩავედი ანკარაში, შეუკვეთე პასპორტი დაველოდე ერთი თვე და აღების შემდეგ ჩამოვფრინდი უკრაინაში ქუთაისიდან და მაისში წავედი ომში.
ისე რომ იცოდე შენგან განსხვავებით ცხოვრებაში არაფერი მითქვია და არაფერი გამიკეთებია ისე რომ პასუხისგება არ შემძლებოდა საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ შენ არ მიცნობ მე და გაბოროტებული მიკირტუმას სიტყვებზე შემეხე ერთხელაც და მეორეთაც.
ადამიანს რომელიც ასე თუ ისე ცნობილს – ქვეყანაში აგენტობას რომ სწამებ – შენ შენი თავი გგონია მხოლოდ ჭკვიანი და სხვა სულელი?
მოდი ერთად შევიდეთ საქართველოს კონტრდაზვერვაში და დავსვათ ეს საკითხი და პასუხიც მოვისმინოთ, მე ესეთი ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს და მეორეთაც გავაკეთებ.
2008 -ში ბიზნესი რომ წამართვეს შენ ნაირმა რეგვენებმა, მაშინაც აგენტი გამხადეს, მაგრამ იმავე დღეს წავედი კონტრდაზვერვაში და განცხადება შევიტანე, არ ელოდნენ, ჩაიშალა, მაგრამ შენ იმათგან განსხვევებით გვირგვინმა მოგიჭირა თავზე, საერთოდ ესეა წლები როდესაც შენგან ქმნი ვირტუალურ პიროვნება შემდეგ ცხოვრებაში გაორება გეწყება და საკუთეარი ტყუილის გჯერა და ოსტატურად სხვებსაც აჯერებ.
რამდენი მყავს შეფარებული და გზაზე დაყენებული შენგან მოტყუებით ჩამოყვანილი ქართველები ომის მაგივრად მუქთა ყარაულები რომ ხდებოდნენ კიევში? იმათ ღმერთმა გაუმარჯოს იმათთან არაფერი მაქვს საწინაღმდეგო.
ქართველებს რომ დაერივნენ და განურჩევლად დაუწყეს გამოყრა უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან , ხომ არ იცი რატომ და ვინ ამოიღო ხმა? ბევრი იცი მაგრამ შენ შენ სამყაროში ცხოვრობ და დასაკარგიც ძალიან ბევრი გაქვს ჩემგან განსხვავებით, ამიტომ ხარ რეგვენი რომ იმდენიც არ იცი ვინ უნდა დააშინო!
2018 შიც ესე გაბრიყვე ხალხი და ეხლა იმათ პრობლემები აქვთ.

ბოლოს კი საინტერესოა თუმცა ესეც ამ დღეებში მეცოდინება ამჯერად შენ წერდი თუ ეხლაც სხვა გაბრიყვე, თუმც რა მნიშვნელიბა აქვს ესეც რომ იყოს სხვასთან საქმე არ მაქვს, გელოდები პასუხს ორშაბათამდე!

P.S.
  ფოტოებზე აღნიშნულია სად და როდის ავიღე პასპორტი და ასევე როდისვე გავფრინდი უკრაინაში,
ასევე გაზეთის თარიიღსც დაკვირდით და ადამიანს ვისაც ფიქრიდა და ანალიზის უნარი აქვს დარწმუნდება რომ, აქ დაწერილ პოსტის სიტყვებს ფოტო ფაქტებიც მოვაყოლე, თუმცა ვგონებ ეს მას არ აინტერესებს ცილის წამება და მკვლელობა გნაც ფაშისტების ხელწერა როდის იყო მტყუან-მართალს ეძებდნენ ეს გაბოროტებული ლიბერასტები.
აქ შეგნებულად შენი გვარ-სახელი არ დავწერე, მაგრამ ყველა ჩემა საახლობლომ იცის უკვე ვინც არის ავტორი ამ განაჩენის.
კაცური იქნება თუ დამიჯდები და ისე გადავწყვეტავთ როგორც გთავაზობ!
ალბათ ჩემი ახსნა არ გჭირდება რატომ დავდე შენი ბელადის სურათები?
ერთი უკვე გაიქცა პუტინთან და მეორემ ჯერ კიდე 2013 -2014 იყიდა ბინა კრემლთან 100 მეტრაში და დღითი დღე იხსნება კონსერვის ბანკასავით.
მოსახვევი შეგეშალა მაგრად!”
 – წერს ვიცე-პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი.
მის მიერ შანტაჟში ამოცნობილი და მინიშნებული  პირი სავარაუდოდ, უკრაინაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოვებული მაღალჩინოსანი ქართველი სამხედროა.
კომენტარები