ვიცე-პრემიერი AFD-ის დირექტორს სესილი კუპრეს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ევრაზიის, თურქეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს სესილი კუპრეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პირველი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც AFD საქართველოში დააფინანსებს, ხაშურის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა იქნება.
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) ერთად AFD საქართველოს, ჯამში, 180 მლნ ევროს ღირებულების სესხს გამოუყოფს. აქედან, 120 მლნ ევრო ენერგეტიკის სექტორში, 60 მლნ ევრო კი ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯება.