ვიწვევ კახა ბექაურს პირობას ვდებ, ეთერში ვიქნები უკიდურესად კორექტული და არცერთ სიტყვას და გამოთქმას, რასაც მასთან დაკავშირებით ტრადიციულად ვიყენებ ხოლმე, არ გამოვიყენებ.”-ნინო ჯანგირაშვილი:

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს-

“კომუნიკაციების კომისია პირდაპირ დეზინფორმაციას, ყალბ ამბავს, ფეიქ ნიუსს ავრცელებს რამდენიმე მაუწყებელთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ განცხადებას მოჰყვება პირადად ჩემი რეაგირება, მათ შორის სამართლებრივი, თუმცა აი ახლავე, დღესვე, ვიწვევ კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს ხვალისთვის ჩემს გადაცემაში. პირობას ვაძლევ, მის სხვა საქმეებს საერთოდ არ ვახსენებ, მხოლოდ ამ განცხადებას გავყვეთ სიტყვასიტყვით და ყველა სიტყვაზე აგოს პასუხი და დაამტკიცოს. არცერთი სიტყვა სხვა არცერთ ქეისზე, მხოლოდ ეს განცხადება გავარჩიოთ, რომ ყველამ ნახოს პირდაპირ ეთერში როგორ აიხია სახე.

P.S. პირობას ვდებ, ეთერში ვიქნები უკიდურესად კორექტული და არცერთ სიტყვას და გამოთქმას, რასაც მასთან დაკავშირებით ტრადიციულად ვიყენებ ხოლმე, არ გამოვიყენებ.”-წერს ჯანგირაშვილი

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები