„ვიწყებთ შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები“

მთავრობის ადმინისტრაციაში  ბრიფინგი გაიმართა.

-„პარასკევს ჩვენ მოვათავსეთ სხვდასხვა ბიზნესსექტორზე მორგებული აპლიკაციები ეკონომიკის სამინისტროს საიტზე. ძალიან აქტიურობს ბიზნესი. უნდათ, რომ დროულად დაუბრუნდნენ მუშაობის ჩვეულ რიტმს. მერწმუნეთ, ჩვენც იგივე გვინდა. ბიზნესსექტორის დაჯარამიება და დასჯა სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის.  სანციები იქნება მკაცრი და მინისტრი ბიზნესმენბს მიმართავს, კარგად მოემზადონ შემოწმების გავლამდე.

ასობით აპლიკაციაა უკვე შემოსული. დღეიდან ჩვენ, ჯანდაცვის სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროში არსებული ტექზედამხედველობა, ასევე მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები.

რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას. პირველ რიგში შემოწმებას ვიწყებთ იმ სისტემური საწარმოებიდან, რომელთაც მიეცათ მუშაობის გაგრძელების უფლება. გაერთიანებული ძალებით ჩვენ შევძლებთ დღეში 50 საწარმოს შემოწმებას.  დაიწყება იმ ბიზნესების შემოწმებაც, ვისაც შეუჩერდათ საქმიანობა, იმისთვის რომ მალე გადაეწყონ ამ სტანდარტებზე და გააგრძელონ მუშაობა. ეს შრომატევადი პროცესია. ამას დრო დასჭირდება. უნდა შევეგუოთ. დრო სჭირდებათ ბიზნესებსაც, რომ გადაეწყონ ბიზნესის საქმიანობის ახალ წესებზე. ეს არის ინვესტიცია, რომელიც თქვენ არ დაგეკარგებათ ჩვენო მეწარმეებო.  სამომავლოდ ეს იქცევა ცხოვრების წესად, ამიტომ კარგად მოემზადეთ და ეს დრო გამოიყენეთ იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროთ შემოწმების პროცესი და ჩვენ შევძლოთ მშვიდად მოგცეთ შემდგომი საქმიანობის გაგრძელების უფლება. ვიწყებთ დღეიდან, პერიოდულად გავაშუქებთ კიდეც, თუ რომელი საწარმო როგორ ასრულებს წესებს. თუ რამე ჩვენ გამოგვეპარება, თვითონ დასაქმებულები იქნებიან მთავარი ინდიკატორები და ცხელ ხაზზე მოგვახსენებენ, თუკი რომელიმე საწარმო არღვევს რომელიმე გაიდლაინს და ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენი ამოცანაა არ არის დასჯა, არამედ დახმარება ბიზნესის, რაც შეიძლება მალე გადაეწყონ ახალ ეტაპზე და იყვენ სრულიად უსაფრთხოდ. თუმცა ჯარიმებსაც და საქმიანობის შეჩერებასაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები