“ვიხრჩობით, ავყროლდით ასე აღარ შეგვიძლია”
უსიამოვნო სუნი რუსთავის ქუჩებში.
პრობლემა, რომელიც ქალაქში ზაფხულის სეზონთან ერთად აქტიურდება. ადგილობრივებს ქალაქის შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებული უსიამოვნო სუნი აწუხებთ.
უსიამოვნო სუნის გავრცელების კერებთან დაკავშირებით რუსთაველებს სხვადასხვა ვერსია აქვთ. ერთ-ერთი ვერსიით ის სოკოს ქარხნიდან მოდის.
უკვე რამდენიმე დღეა, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებიდან, უსიამოვნო სუნისგან შეწუხებული მოსახლეობა პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ითხოვს.
მათი თქმით, უსიამოვნო სუნი საღამოს საათებში მძაფრდება, რის გამოც, ფანჯრის გაღებასაც ვერ ახერხებენ.
“იქნებ გაარკვიოთ საიდან მოდის ეს საშინელი სუნი. ვიგუდებით, ავყროლდით, აღარ შეგვიძლია. გახრწნილი ლეშის სუნი დგას, ფანჯრებს ვერ ვაღებთ ამ სიცხეში” – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
მოსახლეობის ნაწილის აზრით, უსიამოვნო სუნი სოკოს ქარხნიდან საღამოს საათებში გამოდის. მათი თქმით, ქარხანა საღამოს საათებში გარკვეული პროცედურების ჩატარებას იწყებს და სწორედ აქედან გამოდის უსიამოვნო სუნი რომელიც ქალაქის ნაწილს ედება.
მოსახლეობის ბრალდებებს ქარხნის ხელმძღვანელობა პასუხობს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.