ვლადიმერ ზელენსკის შესაძლოა პოსტის დატოვება მოუწიოს

პეტიციამ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადადგომასთან დაკავშირებით, 25 ათასი ხმა მოაგროვა.

პეტიცია, თავად ვლადიმერ ზელენკის ოფიციალურ-ვებ გვერდზე, მისი გაპრეზიდენტებით უკმაყოფილო მოქალაქეების მიერაა შედგენილი.

ხმათა რაოდეობა საკმარისია იმისათვის, რომ პრეზიდენტმა დოკუმენტს გადახედოს.

პეტიციის ავტორები ირწმუნებიან, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ არჩევნებში 73%, მოქალაქეთა პროტესტის კონსოლიდირების ხარჯზე მიიღო.

პეტიცია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე ოთხშაბათს გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის განსახილველად და ხმათა საჭირო რაოდენობის მისაღებად, 90 დღე სჭირდება. აღნიშნულმა პეტიციამ კი, ხმები ზუსტად 24 საათში მიიღო.

პრეზიდენტის შტაბის უფროსმა დენის მონასტირსკიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი, აღნიშნულ პეტიციასთან დაკავშირებით, რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიმერ ზელენსკი, 30 აპრილს უკრაინის პრეზიდენტად და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად სცნო.

მან არჩევნებში ხმათა 73,22%, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ხმათა 24,45%. მიიღო.

კომენტარები