ვლადიმერ ზელენსკი დონბასს ეწვია
ვლადიმერ ზელენსკი პრეზიდენტის რანგში დონბასს პირველად ეწვია.
მან შეიარაღებული ძალების პოზიციები მოინახულა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
უკრაინის პრეზიდენტი ჯარისკაცების ყოველდღიური პრობლემებითა და ცხოვრების დონით დაინტერესდა.
მან აღნიშნა, რომ დონბასში მომსახურე ჯარისკაცებისთვის, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება აუცილებელია.
თავის მხრივ კი, დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტმა დარია მოროზოვამ, ვლადიმერ ზელენსკის, სიტყვიდან საქმეზე გასავლისკენ მოუწოდა.