ვლადიმერ ზელენსკი მამუკა ბახტაძეზე: ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში შეხვედრას ადასტურებს. შესაბამისი კომენტარი მან ქართველ ჟურნალისტებთან ბრიუსელში გააკეთა.
“დიახ, ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოსა და უკრაინაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვაზე – აპირებს თუ არა, უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს, მან შემდეგი პასუხი გასცა – “რატომაც არა, დიახ! საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში”.

კომენტარები