ვლადიმერ პუტინის განცხადება ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთის პრეზიდენტს, სორონბაი ჯენბეკოვს შეხვდა.

-„ჩვენ არასდროს ვერევით მეზობლების, ზოგადად, სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში“, – განაცხადა  ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან სორონბაი ჯენბეკოვთან შეხვედრის დროს.

აღნიშნული განცხადება ვლადიმერ პუტინმა ყირგიზი კოლეგის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში „სხვადასხვა ძალები გააქტიურდნენ“, სტაბილურობას ეწინააღმდეგებიან, საფრთხეს უქმნიან რესპუბლიკის სუვერენიტეტს. იუწყება აზერბაიჯანული გამოცემა .

-„არ ვერევით მეზობლებისა და ზოგადად, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეეში, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ სიტუაციის სტაბილიზაციისა და სასარგებლო პოლიტიკური დიალოგისკენ მიმართულ ძალისხმევას”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები