ვლადიმერ პუტინის თქმით მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა და მთავარი საფრთხე სამუშაო ადგილების დაკარგვა და სიღარიბე გახლავთ

ვლადიმერ პუტინმა G20 – სამიტზე ისაუბრა მსოფლიოს მთავარ გამოწვეებზე.

ვლადიმერ პუტინის თქმით მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა და მთავარი საფრთხე სამუშაო ადგილების დაკარგვა და სიღარიბე გახლავთ.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მილიონობით ადამიანმა უკვე დაკარგა სამუშაო და შემოსავალი კორონავირუსის გამო.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა მშპ-ს 4.5% მიმართა პანდემიის შედეგად წარმოქმნილი სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკაში ვითარების შერბილებას და შეუქცევადი ზარალის თავიდან აცილებას.

სამიტზე პუტინმა განაცხადა, რომ 2020 წელს კაცობრიობის წინაშე მდგარი გამოწვევების მასშტაბები უპრეცედენტოა.

სექტემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2021 – წლის ბოლოს სამუშაო ადგილების დაკარგვა მნიშვნელოვნად შემცირდება რუსეთში. ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ უმუშევრობა არ უნდა აღემატებოდეს 4.7% -ს ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში. ოქტომბრის ბოლოს რუსეთში უმუშევრობა 6.5% -მდე შემცირდა.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები