ვლადიმერ პუტინის რჩეული სოპრანო ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე შესაძლოა მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრი იყოს.
მისი განცხადებით, აღნიშნული წინადადება თავად ბურჭულაძისთვისაც მისაღებია.

პარტია ”სახლენწიფო ხალხისათვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური მოძრაობა 2016 წელს სამარცხვინო კრახის და სკანდალების ფონზე დატოვა, მას შემდეგ ის რუსეთში გაემგზავრა.
2018 წელს სოპრანომ რუსეთის პრეზიდენტის ტაშით დაგვამახსოვრა თავი, როდესაც მან ვლადიმერ პუტინის საპატივცემულოდ იმღერა.

თუ რა შანსები აქვს ბურჭულაძეს ქართულ პოლიტიკაში ეს 2016 წელს კარგად დავინახეთ დღეს კი ვლადიმერ პუტინის რჩეული ოპერის მომღერალი ბედს თავიდან ცდის, ეხლა უკვე ნაც-მოძრაობის რიგებიდან.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები