ვლადიმერ პუტინი – „ახლა ურთიერთობა ნორმალური არ არის, საჭიროა, პოზიტიურ დღის წესრიგზე დაბრუნება“

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

-„რუსეთი და ევროპა ერთად უნდა იყვნენ, მაგრამ ახლა ურთიერთობა ნორმალური არ არის. საჭიროა, პოზიტიურ დღის წესრიგზე დაბრუნება. რუსეთსა და ევროპას ბევრი საერთო აქვთ, არსებითად, ეს ერთი ცივილიზაციაა.

ახლო წარსულში მცხოვრებმა ევროპის მთავარმა პოლიტიკურმა ფიგურებმა ისაუბრეს ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე,- რუსეთი არის ევროპის ნაწილი, – როგორც გეოგრაფიულად, ასევე, რაც მთავარია, კულტურული გაგებით.

არსებითად, ეს არის ერთი ცივილიზაცია.  პირადად, მე მოვისმინე ყოფილი გამოჩენილი ევროპელი პოლიტიკოსის, კანცლერის, ჰელმუტ კოლის პოზიცია,  თქვა, –  თუკი ევროპულ კულტურას სურს, გადარჩეს და მომავალში დარჩეს მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ ცენტრად, გაითვალისწინოს მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების ყველა პრობლემა და ტენდენცია, რა თქმა უნდა, დასავლეთ ევროპა და რუსეთი ერთად უნდა იყვნენ. რთულია, ამაში არ დაეთანხმო. ჩვენ ზუსტად იგივე თვალსაზრისი და პოზიცია გვაქვს“, – განცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამ  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კომენტარები