ვლადიმერ პუტინმა აშშ-სთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტა არ გამორიცხა – ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან ჯო ბაიდენთან საუბარში მიანიშნა,- ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს თუ დააწესებს, კრემლი აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების სრულად გაწყვეტას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ლიდერის თანაშემწემ იური უშაკოვმა განცხადება.

-„ეს იყო პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც პუტინს უთხრა, – უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის შემთხვევაში ვაშინგტონი მასშტაბური სანქციების დაწესებას აპირებს. ამ განცხადებაზე პუტინის რეაქცია იყო განცხადება, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა სრულად გაწყდეს. ზოგადად დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიადგება“, – განაცხდა უშაკოვმა.

პუტინის თანაშემწის თქმით, – „ბაიდენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ და უნდა შეასრულონ მთავარი როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მცდელობებში, როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოს სხვაგან“.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი 30 დეკემბერს შედგა. ლიდერებმა უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზაციის საკითხი განიხილეს.

კომენტარები