ვლადიმერ პუტინმა ივან გოლუნოვის დაკავების მონაწილეები სამსახურიდან გაათავისუფლა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს უფროსი ანდრეი პუჩკოვი და ნარკოტიკების კონტროლის მოსკოვის სამმართველოს უფროსი იური დევიატკინი სამსახურიდან გაანთავისუფლა.

გათავისუფლებას საფუძვლად კორესპოდენტის და გამომძიებელ-ჟურნალისტის ივან გოლუნოვის არაკანონიერი დაკავება უდევს.

შეგახსენებთ, რომ ივან გოლუნოვი 6 ივნისს დააკავეს და ორი თვით შინაპატიმრობა მიუსაჯეს. პოლიციაში განაცხადეს, რომ ჟურნალისტს ოთხი გრამი ნარკოტიკი აღმოუჩინეს. ექსპერტიზამ გოლუნოვის ხელებზე ნარკოტიკის კვალი ვერ აღმოაჩინა.

 

 

 

კომენტარები