ვლადიმერ პუტინმა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

“მას, ვისაც შეუძლია, უზრუნველყოს მონოპოლია ხელოვნური ინტელექტის სფეროში, მსოფლიოს ბატონი გახდება”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დღეს ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ტექნოლოგიების განვითარების შესახებ შეხვედრაზე განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა, რომელიც დიდი ოდენობის საინფორმაციო სივრცეზეა დაფუძნებული.
“თუკი ვინმე შეძლებს, უზრუნველყოს მონოპოლია ხელოვნური ინტელექტის სფეროში, მაშინ შედეგი ჩვენთვის ნათელია – ის მსოფლიოს ბატონი გახდება”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ბატონობისთვის ბრძოლა უკვე გლობალური კონკურენციის სფერო გახდა და ახალი პროდუქტი და გადაწყვეტილებები უფრო ხშირად მიიღება.
პუტინის აზრით, ხელოვნური ინტელექტი მთელი მსოფლიოს ბედს გადაწყვეტს. მისივე თქმით, ამ სფეროში არსებულ გამოგონებებს, მსოფლიო ისტორიაში, ეკონომიკასა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

წყარო: kvira.ge

 

კომენტარები