ვლადიმერ პუტინმა 30 გენერალი დაითხოვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ძალოვანი სტრუქტურების 30 მაღალჩინოსანი დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

მათ შორის არიან: საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის მთავარი დამხმარე, იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი იგორ კომისაროვი; ყირიმის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ ნაზაროვი; დაღესტნის მთავარი საგამოძიებო კომიტეტის მეთაური, იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი სერგეი დუბროვინი და მისი პირველი მოადგილე ტუგაიტუგაევი.

წყარო: „mk.ru“.

კომენტარები