ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილზე: მე მას დავუბრუნე უკრაინული პასპორტი, მის ჩვენს გუნდში გაწევრიანებაზე ახლა საუბარი არ მიმდინარეობს
მიხეილ სააკაშვილის ჩვენს გუნდში გაწევრიანებაზე, ამ ეტაპზე, საუბარი არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
“მიხეილ სააკაშვილი კიევშია. მე მას დავუბრუნე უკრაინული პასპორტი. მის ჩვენს გუნდში გაწევრიანებაზე ახლა საუბარი არ მიმდინარეობს“,- აღნიშნა ზელენსკიმ ქართულ მედიასთან საუბარში.
უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა არჩევიდან რამდენიმე დღეში დაუბრუნა.