ვლადიმირ ჯაბაროვი საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაკისრებას მოითხოვს

რუსეთის პარლამენტის დეპუტატი, ვლადიმირ ჯაბაროვი საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაკისრებას მოითხოვს. რუსეთმა ღვინის იმპორტიუნდა უნდა აკრძალოს – იგი ამის შესახებ განცხდაებას გამოცემა Ria ავრცელებს.
“საქართველო პატარა ბავშვი ხომ არაა, რომელიც ვერაფერს ხვდება, დააშავა უნდა ვაპატიოთ. თითქმის 30 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავის ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგოს. მგონია, რომ სანქციები უნდა გამოვიყენოთ. საერთოდ არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაფუჭდა. რატომ ვსაუბრობთ ასე? ყველას ხომ ეღიმება, როდესაც ამას კითხულობს. მიმაჩნია, რომ უნდა ვთქვათ, რომ რადგან ქვეყანა არამეგობრულად მოიქცა, არ გვსურს ასეთ ქვეყანასთან ვაჭრობა. არ გვსურს, რომ ჩვენს ხარჯზე მიიღოთ სარგებელი”, — განაცხადა ჯაბაროვმა.

კომენტარები